|
2022-11-04 18:07:34, 1338 ნახვა
პოლიტიკა
ბურჯანაძე გვარამიას საქმეზე - ეს არის არაკონსტიტუციური, დაუშვებელი, შეუსაბამო სხვადასხვა ძირითად უფლებებთან, გამოსავალი შეწყალებაა
ეს არის არაკონსტიტუციური, ეს არის დაუშვებელი, ეს არის შეუსაბამო სხვადასხვა ძირითად უფლებებთან, გამოსავალი შეწყალებაა. - ამის შესახებ სახალხო დამცველობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, გიორგი ბურჯანაძემ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით,ეს არის სამოქალაქო სამართლებრივი საკითხი და სისხლის სამართალში არაფერი არ ესაქმება. "ეს არის წმინდა სამოქალაქო სამართლებრივი საკითხი და სისხლის სამართალში არაფერი არ ესაქმება. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის სრულიად აუხსნელი იყო ამ დანაშაულში გამტყუნება და ჯარიმის შეფარდება, ბუნებრივია გამტყუნება და თავისუფლების აღკვეთის შეფარდება ჩვენთვის ორმაგად გაუგებარია, განაჩენი უკვე გამოთხოვილი გვაქვს, როგორც კი ჩაგვბარდება ბუნებრივია გავეცნობით მას და ვნახავთ, რა არგუმენტაცია არის წარმოდგენილი ჩვენთვის, უბრალოდ იმ ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში იქნა წარმოდგენილი, საქმის მასალებში იყო, სრულიად აუხსნელია ამისთვის, თუ როგორ შეიძლება დადგეს შესაბამისი პასუხისმგებლობა, არათუ თავისუფლების აღკვეთა 3 წლით და 6 თვის ვადით. ასე რომ, ჩვენ ისევ და ისევ ვრჩებით იმ აზრზე, რომ ეს არის არაკონსტიტუციური, ეს არის დაუშვებელი, ეს არის შეუსაბამო სხვადასხვა ძირითად უფლებებთან და ბუნებრივია, გამოსავლად და ერთ-ერთ გამოსავლად მიგვაჩნია ის, რომ მოხდეს პრეზიდენტის მიერ საგამონაკლისოდ უფლებამოსილების გამოყენება". - ნათქვამია განცხადებაში შეგახსენებთ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა. მოსამართლეთა კოლეგიამ მერაბ ჯორბენაძის, ლავრენტი მაღლაკელიძისა და დავით მამისეიშვილის შემადგენლობით, სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც გვარამიას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა, ძალაში დატოვა.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)