|
2022-11-04 09:37:29, 1007 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე დეოლიგარქიზაციის კანონზე - პირდაპირ ავიღეთ და გადმოვიტანეთ საქართველოში, ვერავინ იტყვის რომ საკუთარ თავს მოვარგეთ
ჩვენ ჩვენს თავზე არ მოგვირგია, პირდაპირ ავიღეთ და გადმოვიტანეთ საქართველოში. ვერავინ იტყვის, რომ ჩვენ რამე საკუთარ თავს მოვარგეთ. აქედან გამომდინარე, არგუმენტები არ გვესმის. ჩემთვის მათი პოზიცია არის გასაგები, ოპოზიციის დიდი ნაწილი შეთანხმდა, რომ მხარს არ უჭერენ ამ კანონს და ისინიც აჰყვნენ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დეოლიგარქიზაციის კანონის შესახებ საუბრისას გადაცემაში „იმედი LIVE”-ში განაცხადა. წამყვანის შეკითხვაზე თუ რატომ არ დაუჭირა მხარი ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კანონს დეოლიგარქიზაციის შესახებ, კობახიძე განმარტავს, რომ ეს მათი განაცხადია და არა არგუმენტი. „ეს თავისთავად განაცხადია და არა არგუმენტი. არგუმენტები მათგან არ მოგვისმენია. ჩვენ მარტივად უნდა განვიხილოთ ეს დეფინიცია არის თუ არა ობიექტური. თუ უკრაინაში არის ობიექტური, რა განსხვავებაა მაშინ საქართველოში. მარტივი ოთხი კრიტერიუმია, ერთი რომ უნდა გქონდეს გარკვეული ფინანსური რესურსი, მეორე პოლიტიკაზე გავლენა, მესამე მედიაზე გავლენა და მეოთხე მონოპოლიური ან გაბატონებული მდგომარეობა ბაზრის კონკრეტულ სფეროში. ოთხი კრიტერიუმია, რომელი არ მოსწონთ, ამ ოთხიდან სამი უნდა იყოს დაკმაყოფილებული, ხომ უნდა თქვა რომ რომელიმე არ მოსწონთ, ან ოთხიდან სამს არ ეთანხმებიან და ა.შ. არგუმენტი არ არის და ჩვენს მხარეს არის ძალიან მყარი არგუმენტი“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)