|
2022-11-03 19:23:06, 1104 ნახვა
პოლიტიკა
ლიეტუვას საგარეო - შეშფოთებულები ვართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით ნიკა გვარამიას საქმეზე
შეშფოთებულები ვართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით ნიკა გვარამიას საქმეზე. - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა. მათივე თქმით, ეს საქმე აძლიერებს შთაბეჭდილებას, რომ შერჩევითი მართლმსაჯულებაა. "შეშფოთებულები ვართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით ნიკა გვარამიას საქმეზე, რაც აძლიერებს შთაბეჭდილებას, რომ შერჩევითი მართლმსაჯულებაა. ლიეტუვა, ისევე როგორც მთელი ევროკავშირი, ყურადღებით აკვირდება საქართველოს ძალისხმევას 12-ვე პრიორიტეტის შესრულებაში, კანდიდატის სტატუსისკენ მიმავალ გზაზე". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა. მოსამართლეთა კოლეგიამ მერაბ ჯორბენაძის, ლავრენტი მაღლაკელიძისა და დავით მამისეიშვილის შემადგენლობით, სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც გვარამიას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა, ძალაში დატოვა.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)