|
2022-11-03 15:36:46, 1100 ნახვა
პოლიტიკა
ზარქუა ოპოზიციაზე - „კატამ თხარა, თხარაო“ - ასე მოუვიდათ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის მიღებასთან დაკავშირებით
ფაქტიურად “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის მიღებასთან დაკავშირებით, როგორც იტყვიან - „კატამ თხარა, თხარაო“ - ასე მოუვიდა ოპოზიციას. ახლა არ იციან რა ქნან და როგორ აიცილონ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა. როგორც ზარქუამ ჟურნალისტებს უთხრა, ოპოზიცია "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონის მიღების მომხრე იყო, თუმცა ახლა კანონპროექტს მხარს აღარ უჭერს. "ჯერ ხომ ითხოვდნენ - დეოლიგარქიზაცია და კანონპროექტი უნდა მივიღოთ. ავდექით და უკრაინული მოდელი გადმოვიტანეთ, რომელიც დასავლეთის მხრიდან არის მხარდაჭერილი და ითქვა, რომ აი, დიდი მოლოდინები გვაქვს ამ ინიციატივის შესახებ - უკრაინაზე ამბობდნენ, მაგრამ ჰოი, საოცრება! რადიკალური ოპოზიცია ახლა მხარს არ უჭერს. მე მესმის მათი, რადგან ვინც ოპოზიციას აფინანსებს, კანონში წარმოდგენილი კრიტერიუმების მიხედვით პოტენციური ოლიგარქია. ფაქტიურად, ამ კანონით თავი გაყვეს, როგორც იტყვიან - "კატამ თხარა თხარაო - ასე მოუვიდათ", - განაცხადა ზარქუამ. შეგახსენებთ, „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონი პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)