|
2022-11-03 14:39:48, 841 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - რადიკალურ ოპოზიციაში ერთმანეთს ჭამენ ყველაზე რადიკალური ნიშის დასაკავებლად
„ნაცმოძრაობა“ შიგნიდან როგორ იშლება და ჭამენ ერთმანეთს, ვხედავთ. ახლა წავიდა რადიკალურ ოპოზიციაში ერთმანეთის ჭამა ყველაზე რადიკალური ნიშის დასაკავებლად. რეალურად მათი ნიშა არის ქვეყნის და სახელმწიფოს დაზიანება ამ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში, როდესაც ჩვენ ბეწვის ხიდზე გავდივართ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, სახელმწიფოს "იმგვარად ჯანჯღარი, რასაც ისინი კადრულობენ", დამაზიანებელია არა რომელიმე პარტიისთვის, ამ შემთხვევაში მმართველი გუნდისთვის. „ნაცმოძრაობა შიგნიდან როგორ იშლება და ჭამენ ერთმანეთს, ამას ვხედავთ. ახლა წავიდა რადიკალურ ოპოზიციაში ერთმანეთის ჭამა ყველაზე რადიკალური ნიშის დასაკავებლად. ეს რას ნიშნავს - ნაცმოძრაობა იმიტომ არ ეთანხმება, რომ შეიძლება ვიღაცამ, მაგალითად ვაშაძემ, არ გაუჭირდება, აჯობოს რადიკალიზმში, უფრო ცუდ სიტყვას არ გამოვიყენებ. შეიძლება აღმოჩნდნენ სხვა ადამიანები, რომლებმაც სახელმწიფოს დაზიანების მცდელობის ხარისხში ასევე აჯობონ. ამიტომ არ აწყობს ნაცმოძრაობას, იმიტომ რომ მათზე უარესებიც კი, თვითონ ასე მიაჩნიათ, შეიძლება აღმოჩნდნენ და რადიკალური ფრთის ნიშა უფრო დაიკაონ. მეორე მხრივ, რადიკალური ოპოზიციის დანარჩენი ნაწილი, გარდა „ნაცმოძრაობისა“ ცდილობს, რომ მათი კანდიდატი ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიას შეატყუოს და ახლა ამ ნიშის დაკავებაზე მიდის ბრძოლა.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)