|
2022-11-03 12:57:54, 927 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონი პირველი მოსმენით მიიღო
პარლამენტმა პირველი მოსმენით დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი მიიღო. კანონპროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრინციპების დონეზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილმა წარადგინა. პროექტს მხარი დაუჭირა 80-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ კი 9 გამოვიდა. „12-პუნქტიან გეგმაში ერთ-ერთი საკითხი სწორედ დეოლიგარქიზაციის მიმართულებით შესაბამისი ღონისძიებების გატარებას შეეხება. ამ საკითხთან დაკავშირებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა შექმნა სამუშაო ჯგუფი, რომლის ფარგლებში წარმოდგენილი იყვნენ როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, ასევე, ოპოზიციიდან პარლამენტის წევრები, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები და საკითხების განხილვა გამჭვირვალედ, ფართო ჩართულობით მოხდა“, - განაცხადა ოხანაშვილმა. როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, კანონპროექტი ფაქტობრივად შემუშავებულია ანალოგიური შინაარსის მქონე უკრაინის კანონის მაგალითზე და არსობრივად იმეორებს უკრაინის კანონის ნორმებს, ხოლო უკრაინის კანონთან მიმართებით, ევროკომისიამ გასცა უკრაინის მიერ ამ კანონის იმპლემენტაციის რეკომენდაცია. კანონპროექტით წესრიგდება შემდეგი საკითხები:
პროექტის მიხედვით, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური წონის მქონე პირად (ოლიგარქად) მიიჩნევა ფიზიკური პირი, რომელიც შემდეგი კრიტერიუმებიდან სულ მცირე სამ მათგანს ერთდროულად აკმაყოფილებს: პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობს; მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს; არის იმ მეწარმე იურიდიული პირის საბოლოო ბენეფიციარი, რომელსაც ბაზარზე დომინანტური მდგომარეობა უკავია და რომელიც ამ მდგომარეობას 1 წლის განმავლობაში ინარჩუნებს ან აუმჯობესებს; მისი და იმ მეწარმე იურიდიული პირების აქტივების დადასტურებული ოდენობა, სადაც ის ბენეფიციარია, შესაბამისი წლის 1 იანვრის მდგომარეობით 1000 000-ჯერ აღემატება შრომისუნარიანი პირებისთვის დადგენილ საარსებო მინიმუმს. პროექტის მიხედვითვე, პირის საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური წონის მქონე პირად (ოლიგარქად) ცნობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პარლამენტი და მას სპეციალურ რეესტრში შეიყვანენ. შეგახსენებთ, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრის სტატუსის მისაღებად 12 პუნქტიანი გეგმა უნდა შეასრულოს, მათ შორისაა დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაცია.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)