|
2022-11-03 09:37:27, 1757 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა კრივი-რიჰზე, ზაპოროჟიესა და ხარკოვზე ე.წ. კამიკაძე დრონებით იერიში მიიტანეს
რუსმა ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკის ოლქში, კრივი-რიჰის ტერიტორიაზე ე.წ. კამიკაძე დრონებით იერიში მიიტანეს. კრივი-რიჰის მერი, ალექსანდრე ვილკული აცხადებს, რომ თავდასხმის შედეგად, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი სერიოზულად დაზიანდა. "კამიკაძე დრონი" დაეჯახა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურის ობიექტს. მნიშვნელოვანი ნგრევაა. ქალაქის რამდენიმე უბანი ელექტროენერგიისა და წყლის გარეშეა დარჩენილი. ზარალი ზუსტდება. ვიწყებთ აღდგენის სამუშაოებს", - წერს ვილკული Telegram-ზე. უკრაინული მედიის ცნობით, აფეთქებების ხმა ისმოდა ხარკოვში. გუშინ, 2 ნოემბრის გვიან ღამით კი, ოკუპანტებმა ასევე იერიში მიიტანეს ზაპოროჟიეზე. თავდასხმა რეგიონული ცენტრის გარეუბანში განხორციელდა. ზაპოროჟიეს საკრებულოს მდივნის, ანატოლი კურტევის თქმით, ყველა ე.წ. კამიკაძე დრონი განადგურებულია.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)