|
2022-11-03 09:05:36, 1610 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - უკრაინისგან უსაფრთხოების გარანტიების მოთხოვნა, რუსული აგრესიის წარუმატებლობაზე მიანიშნებს
რუსული „სპეციალური ოპერაციის“ რვა თვის შემდეგ, კრემლი უკრაინისგან უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს, ეს გვიჩვენებს რუსული აგრესიის წარუმატებლობას,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, გაერო-მ და პირადად, გენერალურმა მდივანმა მნიშვნელოვანი და ეფექტური რეაგირება მოახდინეს. „მოქმედებდა თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანიც. დროული და სამართლიანი რეაგირება მოახდინეს საერთაშორისო ურთიერთობების სხვა წამყვანმა სუბიექტებმაც. ყველა კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ ჩვენს რეგიონში გლობალური სასურსათო უსაფრთხოებისთვის მხოლოდ ერთი საფრთხე არსებობს, ეს არის რუსეთის ფედერაცია, სხვა არავინ“,- განაცხადა ზელენსკიმ. მისივე თქმით, თურქეთის პრეზიდენტთან მარცვლეულის დერეფნის, შავი ზღვის უსაფრთხოებაზე, ყირიმის პლატფორმის მუშაობაზე, უკრაინელი სამხედრო ტყვეების და პოლიტპატიმრების დაბრუნებაზე ისაუბრა. „დეტალურად ვისაუბრეთ ასევე, რუსეთის მუდმივ პროვოკაციებზე, ირანულ დრონებზე, რუსული არმიის სარაკეტო დარტყმებზე. მაგალითად, დღეს დილით რუსულმა თვითმფრინავმა საკრუიზო რაკეტები გაუშვეს ზმეინოეს მახლობლად და ისინი ფაქტობრივად გადაფრინდნენ მარცვლეულის დერეფნის მარშრუტებზე. ყოველი ასეთი რუსული გაშვება, რაც თითქმის ყოველდღიურად ხდება, პირდაპირ საფრთხეს უქმნის სურსათის ექსპორტს. პარტნიორების პასუხისმგებლობაა ერთობლივად იმუშაონ რუსული საფრთხის შესამცირებლად“,- განაცხადა ზელენსკიმ. გარდა ამისა, როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, როცა რუსეთი უკრაინისგან უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს ეს რუსული აგრესიის წარუმატებლობაზე მეტყველებს, „ალბათ, მოისმინეთ, კრემლში ჰყვებიან, რომ უკრაინისგან უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვეს. ასეთი განცხადებების განხილვისთვის ღირს ერთი წუთით შეჩერება. 252 დღის წინ რუსეთმა ამერიკის შეერთებული შტატებისგან უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა. რუსული „სპეციალური ოპერაციის“ რვა თვის შემდეგ, კრემლი უკრაინისგან უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს. ეს მართლაც საოცარი ცვლილებებია. ეს გვიჩვენებს როგორც რუსული აგრესიის წარუმატებლობას, ასევე იმას, თუ რამდენად ძლიერები ვართ, როცა ერთიანობას ვინარჩუნებთ“- დასძინა ზელენსკიმ.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)