|
2022-11-02 20:45:59, 1008 ნახვა
პოლიტიკა
ინჯია - რა კარგი იქნებოდა, რომ 100 ივანიშვილი იყოს, რა ბედნიერი იქნებოდა საქართველო
თქვენ წარმოიდგინეთ, რომ საქართველოში დღეს იყოს 100 ბიძინა ივანიშვილი და იგივე გზას ადგეს, იგივეს აკეთებდეს, რასაც აკეთებს ბიძინა ივანიშვილი - როგორი ბედნიერი იქნებოდა ჩვენი საქართველო. - ამის შესახებ პარტია „ევროპული სოციალისტების" დეპუტატმა, ფრიდონ ინჯიამ განაცხადა. მისივე თქმით, როდესაც იქნება 100 ბიძინა ივანიშვილი საქართველოდან აღარავინ წავა. "თქვენ წარმოიდგინეთ, რომ საქართველოში დღეს იყოს 100 ბიძინა ივანიშვილი და იგივე გზას ადგეს, იგივეს აკეთებდეს, რასაც აკეთებს ბიძინა ივანიშვილი - როგორი იქნება ჩვენი საქართველო. ჩემმა მეგობარმა, არმაზმა თქვა, რომ მიდის საქართველოდან ხალხი, კი მიდის, არის ეს ტენდენცია, მაგრამ ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ეს ხალხი არ წავიდეს. აი, როდესაც იქნება 100 ბიძინა ივანიშვილი, ეს ხალხი არ წავა, არ წავა ეს ხალხი მაშინაც, თუ ჩვენი პარლამენტი მიიღებს ისეთ კანონებს, რომელიც მისაღები იქნება". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრის სტატუსის მისაღებად 12 პუნქტიანი გეგმა უნდა შეასრულოს, მათ შორის დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაცია.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)