|
2022-11-02 18:39:33, 896 ნახვა
პოლიტიკა
შოიგუ - თებერვლის შემდეგ, ნატოს ჯგუფების რაოდენობა რუსეთის საზღვრებთან 2,5-ჯერ გაიზარდა
თებერვლის შემდეგ, ნატოს ჯგუფების რაოდენობა რუსეთის საზღვრებთან 2,5-ჯერ გაიზარდა. - ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა. მისივე თქმით, აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში, ისევე როგორც ბალტიისპირეთის ქვეყნებში, განლაგებულია ნატოს არარეგიონული ქვეყნების შეიარაღებული ძალების ფორმირებები.. „აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში, ისევე როგორც ბალტიისპირეთის ქვეყნებში, განლაგებულია ნატოს არარეგიონული ქვეყნების შეიარაღებული ძალების ფორმირებები. ბულგარეთში, უნგრეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში იქმნება ახალი მრავალეროვნული ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფები. ჯგუფი 2,5-ჯერ გაიზარდა 2022 წლის თებერვლიდან და 30 ათას ადამიანზე მეტია, უახლოეს მომავალში კი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს“. - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი ბგამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)