|
2022-11-02 18:35:25, 958 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე დეოლიგარქიზაციის კანონზე - ეს არის უკრაინის ხელისუფლების მიერ შექმნილი კანონპროექტი, როგორც ჩვენთვის ცნობილი ხდება, მოლდოვაც იგივეს აპირებს
ეს არის უკრაინის ხელისუფლების მიერ შექმნილი კანონპროექტი, რომელსაც ისევე მიიღებს საქართველოს ხელისუფლება როგორც იქ შეიქმნა და როგორც ჩვენთვის ცნობილი ხდება, მოლდოვაც იგივეს აპირებს - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ დეოლიგარქიზაციის კანონზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, უკვირს იმ ადამიანების, ვინც ფიქრობს რომ ასეთ მდაბიო ტყუილს საზოგადოება მიიღებს, საზოგადოება არ ტყუვდება. „ტვ პირველმა დაამატა მეხუთე კომპონენტი. უკრაინული კანონის მიხედვით არის ოთხი კომპონენტი. ამ ოთხი კომპონენტიდან სამ კრიტერიუმს თუ აკმაყოფილებს ადამიანი, ის მიიჩნევა ოლიგარქად. თქვენ დაამატეთ მეხუთე კომპონენტი, თუმცა, ეს კომპონენტიც რომ იყოს, პრაქტიკულად წარმოუდგენელია პოლიტიკიდან წასულ ადამიანს შეეხოს ეს. პოლიტიკაში ვინც არის, შეიძლება მას შეეხოს, მაგრამ პოლიტიკიდან გასულ ადამიანს ვინმეზე ზეგავლენა პოლიტიკაში ვერ დაბრალდება. ეს თქვენი მოგონილი ამბავია წლების განმავლობაში, მაგრამ მიუხედავად ამისა, თქვენ რატომ დაამატეთ ეს მეხუთე კომპონენტი?
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)