|
2022-11-02 15:24:56, 868 ნახვა
პოლიტიკა
მელია - მოვუწოდებთ პრეზიდენტს, გადადგას ერთადერთი სწორი და სამართლიანი ნაბიჯი და გვარამიას თავისუფლება დაუბრუნოს
მოვუწოდებთ სალომე ზურაბიშვილს, თუ მას ნამდვილად სურს დეპოლარიზაცია და სამოქალაქო თანხმობის პროცესის რეალურად განხორციელება, გადადგას ერთადერთი სწორი და სამართლიანი ნაბიჯი და დაუბრუნოს თავისუფლება ნიკა გვარამიას, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა. როგორც მელიამ ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული დღევანდელი გადაწყვეტილება ოლიგარქის ნების აღსრულებაა. "სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება, სინამდვილეში ოლიგარქის ნების აღსრულება, ევროპას ნათლად და მკაფიოდ ეუბნება, რომ არაფრად მიაჩნია მათი რეკომენდაცია და მათი დიდი უმრავლესობის ნება - გახდნენ ევროპული ოჯახის წევრები. ამის ფონზე, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ახდენს საკუთარი ევროპული მისწრაფებების დეკლარირებას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. საუბრობს ევროინტეგრაციაზე და პოლარიზაციის შემცირებაზე, სამოქალაქო თანხმობაზე. დიახ, სამოქალაქო თანხმობა და პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულება არის მოქალაქეების უდიდესი უმრავლესობის ნება, თუმცა მოსახლეობა არ არის პოლარიზებული, პირიქით არის ერთიანი ევროპულ მისწრაფებებში, თუმცა სამოქალაქო თანხმობა ვერ მოხდება პოლიტიკური ტყვეების არსებობის პირობებში. ისევე, როგორც ევროინტეგრაცია ვერ შედგება თავისუფალი მედიის დატყვევების პირობებში და პარალელურად. შესაბამისად, მოვუწოდებთ ქ-ონ სალომე ზურაბიშვილს, თუ მისი სიტყვები არ არის ლიტონი სიტყვები, თუ მას ნამდვილად სურს დეპოლარიზაცია და სამოქალაქო თანხმობის პროცესის რეალურად განხორციელება, გადადგას ერთადერთი სწორი და სამართლიანი ნაბიჯი - გამოიყენოს მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლება და დაუბრუნოს თავისუფლება ნიკა გვარამიას", - განაცხადა ნიკა მელიამ. მისივე თქმით, გვარამიას პატიმრობა ხელისუფლების მიერ ევროინტეგრაციის პროცესის განზრახ შეფერხებაა, რაც მელიას აზრით, საქართველოში ავტოკრატიულ-ოლიგარქიულ რეჟიმს ამყარებს. "დღეს ხელისუფლებამ მიიღო ანტისამართლებრივი და ანტიევროპული გადაწყვეტილება ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით. ნიკა გვარამიას პატიმრობა არ არის მისი პირადი საკითხი, არამედ ეს არის ხელისუფლების მხრიდან ევროინტეგრაციის პროცესის განზრახ შეფერხება. საქართველოს, ქართველ ხალხს, მის აბსოლუტურ უმრავლსობას, რომელსაც ისტორიული არჩევანი უკვე დიდი ხანია გაკეთებული აქვს, ევროპისგან გადაეცა 12 პუნქტი შესასრულებლად, 12 ნაბიჯი, რომელიც მიგვიყვანს შინ ევროპაში. "რუსული ოცნება" კი, ყოველდღიურად გვიჩვენებს უკუსვლას, იფორმებს სასამართლოს, ხელისუფლების ყველა შტოს, აღრმავებს პოლარიზაციას, ზღუდავს თავისუფალ სიტყვას და ამით ამყარებს ავტოკრატიულ-ოლიგარქიულ რეჟიმს საქართველოში", - აღნიშნა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ბრიფინგზე. ცნობისთვის, თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა. მოსამართლეთა კოლეგიამ მერაბ ჯორბენაძის, ლავრენტი მაღლაკელიძისა და დავით მამისეიშვილის შემადგენლობით, სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც გვარამიას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა, ძალაში დატოვა.
ზელენსკიმ ტრამპთან საუბრის დეტალები გაამხილა
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)