|
2022-11-02 15:11:27, 929 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ზარქუა - ადამიანის დაჭერა არ მიხარია, მაგრამ პროცესი, რაც ახლა სასამართლოში მიმდინაროებს, არის სამართლიანობის აღდგენა
არც ერთი ადამიანის დაჭერა არ მიხარია, მაგრამ პროცესი, რაც სასამართლოში მიმდინარეობს, არის სამართლიანობის აღდგენა - ასე გამოეხმაურა პარტია "ქართული ოცნების" წევრი,ირაკლი ზარქუა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვებაზე. როგორც ზარქუამ განაცხადა, სახელმწიფოში,რომელიც კანონებით იმართება, ვერც ჟურნალისტობა და ვერც დეპუტატობა ვერ გახდება დანაშაულზე პასუხისმგებლობის აცილების ინდულგენცია. "არცერთი ადამიანის დაჭერა არ მიხარია,მაგრამ ეს არის სამართლებრივი სახელმწიფო,რომელიც კანონებით იმართება და ვერ გახდება დანაშაულზე პასუხისმგებლობის აცილების ინდულგენცია ან ჟურნალისტობა ან დეპუტატობა,იმედის დარბევა თქვენი კოლეგების დასახიჩრება ეს გახსოვთ თქვენ რა ხდებოდა 2012 წელს დღეს რომ აიღოთ სტატისტიკა რეიტინგებში საქართველო მედია თავისუფლების კუთხით დაწინაურდა,მგონია რომ ეს პროცესი რაც ახლა მიმდინაროებს სასამართლოში არის სამართლიანობის აღდგენა" - განაცხადა ირაკლი ზარქუამ. ცნობისთვის, თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა. მოსამართლეთა კოლეგიამ მერაბ ჯორბენაძის, ლავრენტი მაღლაკელიძისა და დავით მამისეიშვილის შემადგენლობით, სასამართლოს გადაწყვეტილება , რომელიც გვარამიას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა, ძალაში დატოვა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)