12:58 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-02 15:07:01, 1034 ნახვა

საზოგადოება
კალაძე - დედაქალაქში მიმდინარე ყველა პროექტი კანონმდებლობით დადგენილი სამშენებლო რეგულაციების შესაბამისად ხორციელდება

თბილისის მასშტაბით მიმდინარე ყველა სამშენებლო სამუშაო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმების თანახმად ხორციელდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ვაკის პარკის შადრევნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. 

კახა კალაძის თქმით, კითხვაზე - თუ რა იყო ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამომწვევი ზუსტი მიზეზი, პასუხს გამოძიება გასცემს.

„ყველა სამშენებლო სამუშაოს დროს გამოიყენება ის ნორმები, რომელიც საქართველოს კანონმდებლობითაა გაწერილი. სამშენებლო სამუშაოების დროს, რომელიც დედაქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა უბანსა და რაიონში ხორციელდება, ყველაფერი კეთდება იმ არსებული სამშენებლო რეგულაციებით, რომელიც კანონმდებლობითაა გათვალისწინებული. რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევას, გამოძიება დაადგენს, თუ  რა იყო პრობლემა, რა იყო ან რა არ იყო გაკეთებული და რამ გამოიწვია ამხელა ტრაგედია და უბედურება. ერთად დაველოდოთ გამოძიებას და ყველა კითხვას გაეცემა შესაბამისი პასუხი, როდესაც იქნება ექპერტიზის დასკვნა“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics