|
2022-11-02 13:46:33, 1426 ნახვა
სამართალი
პროკურატურა, გვარამიას სრულად დამნაშავედ ცნობის მიზნით, სააპელაციოს განაჩენს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს
ბრალდების მხარე სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ განაჩენს არ ეთანხმება და ჩვენ მას საქართველოს უზენაეს სასამართლოში გავასაჩივრებთ, - ამის შესახებ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის საქმის პროკურორმა, ზვიად გუბელაძემ განაცხადა გადაწყვეტილების იმ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება გაიზიარა და ნიკა გვარამია გაამართლა. როგორც გუბელაძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, ბრალდების მხარეს აქვს მოლოდინი, რომ მოპოვებული უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე, უზენაესი სასამართლო კანონიერ გადაწყვეტილებას მიიღებს. "სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ განაჩენს ბრალდების მხარე არ ეთანხმება, ჩვენ კანონით დადგენილ ვადაში გავასაჩივრებთ საქართველოს უზენაეს სასამართლოში, იმის გათვალისწინებით, რომ მოპოვებული გვაქვს უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც გონივრული ეჭვითა და სტანდარტით ადასტურებს სამივე პირს ჩადენილი აქვს ბრალად წარდგენილი ქმედება და დანაშაული. გვაქვს გონივრული მოლოდინი, რომ უზენაესი სასამართლო მაინც მიიღებს სამართლიან, ობიექტურ და კანონიერ გადაწყვეტილებას და სამივე ხსენებულ პირს დამნაშავედ ცნობს წარდგენილ ბრალდებაში", - თქვა პროკურორმა, ზვიად გუბელაძემ. აღსანიშნავია, რომ უზენაეს სასამართლოში გადაწყვეტილების გასაჩივრებას დაცვის მხარეც გეგმავს. შეგახსენებთ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია დღეს პატიმრობაში დატოვა და სასჯელიც დაუმძიმა. უფრო კონკრეტულად კი, სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ე.წ. ავტომობილის ეპიზოდთან დაკავშირებით, რომელიც 3 წლითა და 6 თვით პატიმრობას გულისხმობდა. ბრალის მეორე ნაწილში სასამართლომ პროკურატურის პოზიცია გაიზიარა და გვარამიას ბრალი დაუმძიმა კომპანიისთვის ზიანის მიყენების ნაწილში - სასამართლომ 50 000-ლარიანი ჯარიმა პატიმრობით შეცვალა. რაც შეეხება მესამე ნაწილს, რომელიც გულისხმობს მოსყიდვას იმ პირის მიერ, რომელიც ორგანიზაციაში ახორციელებს ხელმძღვანელობით, წარმომადგენლობით ან სხვა სპეციალურ უფლებამოსილებას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება), რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, სასამართლომ აქაც პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება გაიზიარა და ნიკა გვარამია გაამართლა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)