14:07 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-02 10:34:28, 956 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებისთვის შვედეთის წარმომადგენლებმა სემინარი ჩაატარეს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებისთვის სემინარი ჩატარდა.

თავდაცვის უწყების ცნობით, შვედეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა მონაწილეებს მათ სისტემაში არსებული გამოცდილება, შეიარაღებულ ძალებში მხილების ფუნქცია, მამხილებლის დაცვა, დისციპლინური კანონმდებლობა, ინტერესთა კონფლიქტი და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები გააცნეს. 

სემინარს შვედეთის შეიარაღებული ძალების ვიცე-პოლკოვნიკი ჰამპე კლაინი და უორენტ ოფიცერი ანდერს პალსონი უძღვებოდნენ. 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექცია სხვადასხვა ქვეყნის თავდაცვის სისტემაში გამოცდილების გაზიარებას მომავალშიც გეგმავს.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არ ჩავა
კალაძეს ჰგონია, რომ რეჟიმს მოქალაქეებზე ძალადობას აბრალებენ, თავად კი ძალადობას გმობენ
სისხლის სამართლის შესაძლო დანაშაული არჩევნებზე - მოქმედი მოსამართლე პროკურატურისგან გამოძიებას ითხოვს
კალაძე 4 ოქტომბერს დაკავებულებზე: მათ სახელმწიფო გადატრიალების დავალება ჰქონდათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics