|
2022-11-01 12:55:28, 944 ნახვა
დუნდუა - მშვიდობაზე და ეკონომიკის განვითარებაზე დამყარებული რეფორმებით, საქართველო 2030 წელს მაღალშემოსავლიანი ქვეყანა გახდება
ფინანსთა მინისტრის მოადგილის მიხეილ დუნდუას განცხადებით ეკონომიკის მიმართულებით საქართველოში ყველა პარამეტრი უმჯობესდება. მისი თქმით, მაღალია ექსპორტის მაჩვენებელი, ასევე, ტურიზმიდან შემოსული შემოსავალი. დუნდუას ვარაუდით, სწორი რეფორმებით საქართველო შეძლებს და 2030 წელს მაღალშემოსავლიანი ქვეყანა გახდება. ,,ძალიან კარგი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, რომელიც დაფიქსირდა 9 თვის განმავლობაში, ეს არის 10 პროცენტზე მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც გვაძლევს რეალურ იმედს, რომ წლის ბოლო ჩვენ დავასრულოთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდით. მშვიდობაზე დამყარებული რეფორმებით, ეკონომიკის განვითარებაზე დამყარებული რეფორმებით, ბიზნესის, კერძო სექტორის ხელშეუხებლობაზე მათ მხარდაჭერაზე დამყარებული პოლიტიკით, საქართველო შეძლებს და მართლაც, გახდება 2030 წელს მაღალშემოსავლიანი ქვეყანა. ასე რომ, ყველა პარამეტრი არის მწყობრში, ექსპორტი ძალიან მაღალია, ძალიან კარგია ტურიზმის მაჩვენებელი, ტურისტებიდან მიღებული შემოსავლები. ყველა პარამეტრი, ყველა მიმართულება საქართველოში უმჯობესდება,’’ - განაცხადა მიხეილ დუნდუამ.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)