|
2022-11-01 12:35:25, 1481 ნახვა
პოლიტიკა
წულუკიანი - საცირკო ხელოვნებაზე ვაცხადებთ კონკურსს, ოღონდ პოლიტიკაში
დღეს ჩვენ საცირკო ხელოვნებაზე ვაცხადებთ კონკურსს და სხვა ჟანრში, ოღონდ პოლიტიკაში ეს უკვე ემსგავსება მათი მხრიდან ცირკს, რადგან ერთობიან ისინი, სახელმწიფოს და ქვეყნის ბედით თამაშობენ, არადა ეს არ არის გართობა, - ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ოპოზიციასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მმართველი პოლიტიკური გუნდი 12-პუნქტიან რეკომენდაციებს სერიოზულად აღიქვამს და მუშაობს, რათა ყველა საკანონმდებლო ცვლილება დათქმულ ვადებში გატარდეს. "12-პუნქტიანი რეკომენდაციები არის ჩვენ მიერ ძალიან სერიოზულად აღქმული. პარლამენტი მუშაობს დღენიადაგ. მე პარლამენტში კოლეგებთან ყოველდღიური კავშირი მაქვს. ვიცი, რამხელა შრომას ეწევიან, რათა დათქმულ ვადებში ყველა საკანონმდებლო ცვლილება გატარდეს. საქმე გვაქვს რეალურად იმასთან, რომ მათ, ვგულისხმობ ზოგიერთ ოპოზიციონერს, დეოლიგარქიზაციის კანონი კი არ უნდოდათ, უნდოდათ რეალურად "დეოცნებიზაცია", დებიძინიზაცია, აღმოჩნდა, რომ დეოლიგარქიზაციის კანონი შეეხება მაგალითად კეზერაშვილს, რომელმაც თავისივე ვრცელი განცხადებით აღიარა, რომ დიახ, ის ოლიგარქია. შეიძლება, სხვებსაც შეეხოთ, ბანკირები რომ იყვნენ წარსულში და ხალხს დევნიდნენ საკუთარი სახლებიდან. ეს უკვე აღარ მოსწონთ. შესაბამისად, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ ვინმეა ოლიგარქი ამ ქვეყანაში, ეს არის ნებისმიერი მათი წარმომადგენელი, მაგრამ არა ბიძინა ივანიშვილი. ამით არიან უკმაყოფილო. ეს ნამდვილად ემსგავსება მათი მხრიდან ქვეყნის ბედით თამაშს, მაგრამ ჩვენ არ ვართ თამაშის ხასიათზე, ჩვენ ვმუშაობთ და ქართველ ერს ეცოდინება, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ევროპულ გზაზე მისი წარმატებისთვის ყველაფერი გააკეთა“, - განაცხადა წულუკიანმა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)