|
2022-11-01 11:51:37, 1349 ნახვა
პოლიტიკა
ნადირაძე - კალაძის მხრიდან ჩვენ მოქალაქეების ქონების ფლანგვა გრძელდება, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო
გრძელდება თბილისი მერის მხრიდან, ჩვენ მოქალაქეების ქონების ფლანგვა, - თბილისის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის” წევრი ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ მოპოვებულია დოკუმენტი, რომლითაც დგინდება, რომ კახი კალაძის ხელმოწერით ჩამორიგებულ თბილისელების კუთვნილ მიწის ნაკვთებზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. მისი თქმით, გამოძიება დაწყებულია სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობის სახელმწიფოს კუთვნილი ქონების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე. "მანამ სანამ კალაძე გაურბის საკრებულოში მოსვლას, ამასობაში გრძელდება თბილისი მერის მხრიდან, ჩვენ მოქალაქეების ქონების ფლანგვა. ამაზე უკვე საუბრობს არა მხოლოდ ოპოზიცია, არამედ ამ წუთებშიც, მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმე და თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს წარმოებაშია სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობის სახელმწიფოს კუთვნილი ქონების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება. გამოძიება ეხება მილიონობით ლარის, თბილისელების ქონების გაფლანგვას და ყველა ძირითად დოკუმენტზე ხელმომწერი არის კახა კალაძე. ის ამ ფაქტს უარყოფს, ჩვენ ხელში გვიჭირავს ოფიციალური დოკუმენტი, სადაც წერია რომ ამ წუთებშიც მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმე",- განაცხადა ნადირაძემ.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)