|
2022-10-31 21:41:39, 1633 ნახვა
პოლიტიკა
ოხანაშვილი - დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით პოლიტიკურ სპეკულაციებსა და მანიპულაციებს წერტილი დავუსვით
დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით პოლიტიკურ სპეკულაციებსა და მანიპულაციებს წერტილი დავუსვით. - ამის შესახებ ირიდიული საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, საკითხი ისეთ ფენომენს ეხება, რომელთან დაკავშირებითაც საკანონმდებლო რეგულირება ერთადერთ ქვეყანას უკრაინას გააჩნია. "დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით ჩვენი ამოცანაა, ერთის მხრივ, 12-პუნქტიან გეგმის კონკრეტულად ეს ჩანაწერი შევასრულოთ და მეორე მხრივ, პოლიტიკურ სპეკულაციებსა და მანიპულაციებს დავუსვათ წერტილი. გამომდინარე იქიდან, რომ ევროპული სტრუქტურების მხრიდან უკრაინასთან მიმართებით გაკეთდა მოწოდება მათ მიერ მიღებული კანონის იმპლემენტაციასთან დაკავშირებით, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ობიექტურ საზომად უკრაინული მოდელის გაცნობა, განხილვა და გაანალიზება იქნა მიჩნეული. სწორედ ამიტომ ჩვენ უკრაინული მოდელი განვიხილეთ. საბოლოოდ, სამუშაო ჯგუფი შეთანხმდა იმ საკითხზე, მათ შორის, განსხვავებული აზრების ფარგლებშიც, რომ წარმოგვედგინა კანონპროექტი “დეოლიგარქიზაციის შესახებ“. - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრის სტატუსის მისაღებად 12 პუნქტიანი გეგმა უნდა შეასრულოს, მათ შორის დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაცია.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)