|
2022-10-31 21:23:11, 1366 ნახვა
პოლიტიკა
ალიევი - მოვიდა დრო, ვიმოქმედოთ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზებისთვის
ყარაბაღის კონფლიქტი გადაწყდა ორი წლის წინ, ამიტომ ამ კონტექსტში განსახილველი არაფერია, მოვიდა დრო, ვიმოქმედოთ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზებისთვის. - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სოჭში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დროს განაცხადა. მისივე თქმით, ადამიანის უფლებების ფუნდამენტური პრინციპების საფუძველზე შესაძლებელია ურთიერთობის ნორმალიზება. „დღევანდელი შეხვედრა ეძღვნება ჩვენს რეგიონულ საკითხებს. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებაში თქვენი როლისთვის. ორი წლის წინ ხელმოწერილი იქნა სამმხრივი დეკლარაცია, რომელმაც წერტილი დაუსვა მრავალწლიან კონფლიქტს. ახლა დრო მოვიდა, ვიმოქმედოთ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზებისთვის და ჩვენ ძალიან ვაფასებთ თქვენს როლს ამ მიმართულებით. აზერბაიჯანმა ცოტა ხნის წინ წამოაყენა ხუთი არსებითი პრინციპი, რომელზეც უნდა იყოს დაფუძნებული ურთიერთობების ნორმალიზება. ეს არის ადამიანის უფლებების ფუნდამენტური პრინციპები და ვფიქრობ, მათ საფუძველზე შესაძლებელია ურთიერთობის ნორმალიზება. ყარაბაღის კონფლიქტი უკვე ისტორიაა, ის გადაწყდა ორი წლის წინ, ამიტომ ამ კონტექსტში განსახილველი არაფერია“. - ნათქვამია განცხადებაში.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)