|
2022-10-31 14:47:14, 1360 ნახვა
მსოფლიო
ზელენსკა - ევროპელო მეგობრებო, გსურთ გაიგოთ როგორ იწყებენ უკრაინელები დღეს? რამდენიმე საათით ცივ სარდაფში ჩადით
რუსმა ტერორისტებმა თავიანთი „სამუშაო კვირა“ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასიური სარაკეტო თავდასხმებით დაიწყეს, - ასე გამოეხმაურა უკრაინის პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა ოკუპანტების მიერ უკრაინის ქალაქების დაბომბვას. მისი თქმით, თუ ევროპელ მეგობრებს სურთ გაიგონ, როგორ იწყებენ უკრაინელები დღეს, ჩავიდნენ ცივ სარდაფში რამდენიმე საათით ისე, რომ წარმოდგენა არ ჰქონდეთ, როდის აღდგება ელექტროენერგია. „დილა მშვიდობისა ევროპელო მეგობრებო! როგორ ხართ? კითხულობთ ტვიტებს? სვამთ ყავას? გსურთ გაიგოთ, როგორ იწყებენ უკრაინელები დღეს? ჩადით ცივ სარდაფში რამდენიმე საათით: თბილი ჭიქის ნაცვლად ფანრით და დენის ბანკით, ისე, რომ წარმოდგენა არ გქონდეთ, როდის აღდგება ელექტროენერგია. რუსმა ტერორისტებმა თავიანთი "სამუშაო კვირა" ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასიური სარაკეტო თავდასხმებით დაიწყეს, თუმცა ჩვენ მყარად ვდგავართ და იმედი გვაქვს, რომ ევროპაში ყველა ადამიანმა დილა სითბოთი და უსაფრთხოებით დაიწყო. დაწერეთ თუ რამეა, სიგნალის მიღებისთანავე გიპასუხებთ“, - წერს ზელენსკა. ცნობისთვის, რუსმა ოკუპანტებმა დილით უკრაინის ქალაქებზე მორიგი საჰაერო იერიში მიიტანეს. აფეთქებების ხმა ისმოდა კიევში, ხარკოვში, ვინიცაში, ჩერკასში, ზაპოროჟიესა და დნეპროპეტროვსკში. აფეთქებების ხმა დედაქალაქ კიევში დილის 08:00 საათზე გაისმა. როგორც კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შედეგად დედაქალაქის ნაწილი ენერგეტიკის გარეშე დარჩა. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, ოკუპანტებმა ტუ-95/ტუ-160 სტრატეგიული თვითმფრინავიდან 50-ზე მეტი Kh-101/Kh-555 საკრუიზო რაკეტა გაუშვეს. მათგან 44 უკრაინამ ჩამოაგდო.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)