|
2022-10-31 14:12:04, 1823 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი კაპიტალის“ დახმარებით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა - EBRD, 55 მილიონი ლარის ოდენობის ობლიგაციები განათავსა
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა - EBRD, „თიბისი კაპიტალის“ დახმარებით, 55 მილიონი ლარის ოდენობის ობლიგაციები განათავსა. ობლიგაციების ვადა 3 წელია. ემისია სრულად „თიბისი“ ბანკმა შეიძინა. აღნიშნული ფინანსური რესურსი EBRD-ისა და ევროკავშირის ერთობლივი ფინანსური ინსტრუმენტია, რომელიც უზრუნველყოფილია EU4Business-EBRD საკრედიტო ხაზის პროგრამით და ის ადგილობრივი მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების (MSME) მდგრადი ინვესტიციების დაფინანსებას მოხმარდება. ტრანზაქცია მიზნად ისახავს ადგილობრივი ბიზნესების დაფინანსებას იმისთვის, რომ მათ საკუთარი პროდუქტები და სერვისები ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად გააუმჯობესონ და შედეგად, ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანობა გააძლიერონ. პროგრამა ასევე აერთიანებს უფასო ტექნიკურ დახმარებასა და საგრანტო კომპონენტს, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, EU4Business ინიციატივის ფარგლებში. „მოხარული ვარ, რომ ჩვენს გრძელვადიან პარტნიორთან - EBRD-ისთან, წარმატებული თანამშრომლობა გრძელდება. აღნიშნული ტრანზაქციით EBRD აგრძელებს საქართველოში საინვესტიციო საქმიანობას და ხელს უწყობს როგორც ქართული კაპიტალის ბაზრების, ასევე ქვეყნის ბიზნესსექტორის განვითარებას. ადგილობრივ ვალუტაში დაფინანსება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ფინანსური სექტორისთვის, ვინაიდან ის არ არის დამოკიდებული უცხოურ ვალუტაში ხელმისაწვდომ დაფინანსებაზე და ჩვენს კლიენტებს გაცვლითი კურსის რისკებით გამოწვეული პირდაპირი ზემოქმედებისგან იცავს", - მერი ჩაჩანიძე, „თიბისი კაპიტალის“ მმართველი დირექტორი. EBRD წამყვანი ინსტიტუციური ინვესტორია საქართველოში. საქმიანობის დაწყების დღიდან, EBRD-იმ 5 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელა 270 პროექტში - ფინანსურ, კორპორაციულ, ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკულ სექტორებში. აღნიშნული ინვესტიციების 81%, კერძო სექტორშია განხორციელებული.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)