|
2022-10-31 09:33:59, 849 ნახვა
შპს „საქართველოს მელიორაცია“ მედიაში გასულ რეპორტაჟს ეხმაურება და ცილისმწამებლურს უწოდებს
შპს „საქართველოს მელიორაცია“ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ რეპორტაჟს ეხმაურება და გავრცელებულ ინფორმაციას არასწორს და ცილისმწამებლურს უწოდებს. "ექსპრესნიუსი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „გვსურს გამოვეხმაუროთ 29 ოქტომბერს ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს შპს „საქართველოს მელიორაციამ“ 2022 წელს 1,5 მლნ ლარამდე ღირებულების ხელშეკრულებები გააფორმა სანქცირებულ, რუსულ კომპანიებთან „გაზპრომნეფტი“ და „ტაგმეტი“. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და შპს „საქართველოს მელიორაციას“ ზემოაღნიშნულ კომპანიებთან ხელშეკრულებები არ გაუფორმებია. მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, განვმარტავთ, რომ ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სხვადასხვა სახის ჰიდრავლიკური და ინდუსტრიული ზეთების შესყიდვის მიზნით, 2022 წლის 16 თებერვალს გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი. სატენდერო პირობებისა და დოკუმენტაციის მოთხოვნების გათავლისწინებით, გამარჯვებულად გამოვლინდა ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტი, საქართველოში რეგისტრირებული შპს ,,ვისოლ ავტო ექსპრესი“, რომელთანაც 2022 წლის 21 მარტს გაფორმდა ხელშეკრულება 5, 428.00 (ხუთი ათას ოთხასოცდარვა ლარი და 00 თეთრი) ლარის ღირებულების პროდუქციის შეძენაზე. ასევე, ,,საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 აგვისტოს N485 დადგენილების საფუძველზე, ფოლადის მილის შესყიდვის მიზნით, 2022 წლის 25 მარტს გამოცხადდა შესყიდვის ელექტრონული პროცედურა. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის პირობებისა და დოკუმენტაციით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით, გამარჯვებულად გამოვლინდა ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტი, საქართველოში რეგისტრირებული შპს ,,ნოუბელ მარინერი“, რომელთანაც 2022 წლის 20 აპრილს გაფორმდა ხელშეკრულება 89, 494. 68 (ოთხმოცდაცხრა ათას ოთხას ოთხმოცდათოთხმეტი ლარი და 68 თეთრი) შესყიდვები განხორციელდა საქართველოს კანომდებლობის სრული დაცვით. შპს „ვისოლ ავტო ექსპრესმა“ და შპს ,,ნოუბელ მარინერმა“, ხელშეკრულების ფარგლებში შპს „საქართველოს მელიორაციას“ მიაწოდეს რუსული წარმოების პროდუქცია (ჰიდრავლიკის ზეთი, ინდუსტრიული ზეთი, ფოლადის მილი), რომლებიც სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილ პარამეტრებს შეესაბამება. მედიის მხრიდან ადგილი ჰქონდა მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელებას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას",- ნათქვამი განცხადებაში.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)