|
2022-10-29 15:07:51, 1498 ნახვა
პოლიტიკა
საქართველო, აზერბაიჯანი, უნგრეთი და რუმინეთი EU-ში ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეთანხმდნენ
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის მეცხრე თვეში საქართველოს, აზერბაიჯანის, უნგრეთის და რუმინეთის წარმომადგენლებმა პრაქტიკულად მიაღწიეს შეთანხმებას ევროკავშირისთვის ელექტროენერგიის მიწოდებაზე,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე მედიაში ვრცელდება. მედიის ცნობით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განცხადება საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გააკეთა. დავითაშვილის განცხადებით, საქართველო, აზერბაიჯანი, უნგრეთი და რუმინეთი ევროკავშირში ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეთანხმებას მოაწერენ ხელს. "საქართველოს, რუმინეთს, უნგრეთსა და აზერბაიჯანს შორის უახლოეს მომავალში ხელი მოეწერება შეთანხმებას, რათა ოთხივე ქვეყანამ ამ პროექტის განხორციელება შეძლოს. ეს არის რამდენიმე მილიარდი დოლარის ინვესტიცია და ის შესაძლებლობას მოგვცემს, რომ საქართველო ევროკავშირის ენერგეტიკულ სტრუქტურებს მიუერთდეს",- განაცხადა დავითაშვილმა. ამასთან, აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განაცხადებით, ბაქო საქართველოს გავლით საერთაშორისო ბაზრებზე 157 გიგავატი ელექტროენერგიის მიწოდებას აპირებს. ცნობისთვის, 2022 წლის 16 მარტიდან უკრაინის ენერგოსისტემა სინქრონულად იმუშავებს კონტინენტური ევროპის ENთშO-E ელექტრო ქსელთან. მარტის ბოლოს დაიწყო ელექტროენერგიის ექსპორტი უკრაინიდან პოლონეთში, მაისში კი - მოლდოვაში, ხოლო 30 ივნისს უკრაინამ ევროკავშირში ელექტროენერგიის კომერციული ექსპორტი დაიწყო. ამასთან, ივნისის ბოლოდან ევროკავშირში ელექტროენერგიის კომერციული ექსპორტის მოცულობამ 100 მეგავატი შეადგინა. 10 ოქტომბერს რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განადგურება დაიწყო. უკრაინიდან ელექტროენერგიის ექსპორტი შეწყდა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)