04:45 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-29 13:35:40, 1270 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის ელჩი ბრიტანეთში - რიში სუნაკი უკრაინაში ვიზიტს გეგმავს

ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი უკრაინაში ვიზიტს გეგმავს,- ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებულ სამეფოში უკრაინის ელჩის, ვადიმ პრისტაიკო ავრცელებს.

მისი თქმით, სუნაკის უკრაინაში ვიზიტისთვის მზადება დაწყებულია, ხოლო პირველი სახელმწიფო ლიდერი, ვისაც სუნაკმა პრემიერად არჩევის შემდეგ დაურეკა, ეს ვოლოდიმირ ზელენსკი იყო.

"ვიცი, რომ ძალიან კარგი საუბარი იყო, რომლის დროსაც შევთანხმდით, რომ რიში სუნაკი უკრაინას ეწვევა. ზუსტად როდის მოხდება ეს? ამაზე უკვე ვმუშაობთ ჩვენს კოლეგებთან გაერთიანებული სამეფოს მთავრობიდან",- განაცხადა პრისტაიკომ.

ცნობისთვის, 26 ოქტომბერს, უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ბრიტანეთის ახლად არჩეულ პრემიერ-მინისტრ, რიში სუნაკს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, რა დროსაც ზელენსკიმ ის უკრაინაში მიიწვია. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics