|
2022-10-28 22:49:24, 1317 ნახვა
პოლიტიკა
მელია - დაირღვა ერთობა და ამაში„ნაციონალური მოძრაობის“ წვლილი დიდი იყო და ამის შედეგს დღემდე ვიმკით
დაირღვა ერთობა და ამაში „ნაცმოძრაობის“ წვლილი იყო დიდი და ამის შედეგს დღემდე ვიმკით, – ამის შესახებ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, სტრატეგიული პარტნიორების ნაწილმაც არასწორი დამოკიდებულება გამოიჩინა, ყველაფერი გააკეთეს, რომ ადამიანების ნაწილი პარლამენტში შესულიყო. "პატარა პარტიის ლიდერებმა როდესაც დაინახეს, რომ მთავარი ოპოზიციური პარტიის შიგნით ბზარი გაჩნდა და არ არის კონსენსუსი, ამის შემდეგ მათ გაუადვილდათ იმ გადაწყვეტილების მიღება, რაც მიიღეს. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ნაწილმაც, ჩემის აზრით, ძალიან არასწორი დამოკიდებულება გამოიჩინა და ყველაფერი გააკეთეს, რომ მათ დაერწმუნებინათ ადამიანების ნაწილი, რომ შესულიყვნენ პარლამენტში და დაირღვა ბოიკოტი. როდესაც ეს მოხდა, მე არ ვიყავი თავისუფალი, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობას“ სხვა გამოსავალი არ ჰქონდა“. - ნათქვამია განცხადებაში.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)