|
2022-10-28 18:53:11, 1154 ნახვა
პოლიტიკა
ლაიენი - ევროპაში ენერგოკრიზის გამო ბოსნია-ჰერცეგოვინას მხარდაჭერისთვის 70 მილიონ ევროს გამოვყოფთ
ევროპაში შექმნილი ენერგოკრიზისის გამო ევროკავშირი ბოსნია-ჰერცეგოვინას მხარდაჭერის სახით 70 მილიონ ევროს გამოუყოფს. - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა საარევოში ვიზიტის დროს განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთი არა მხოლოდ აწარმოებს ომს უკრიანის წინააღმდეგ, არამედ ენერგეტიკულ სფეროშიც. „ვხედავ, რომ რუსეთი არა მხოლოდ აწარმოებს ომს უკრიანის წინააღმდეგ, არამედ ენერგეტიკულ სფეროშიც. ენერგეტიკული პრობლემები აზარალებს მოწყვლად ოჯახებს, ასევე ბიზნესს, მცირე და საშუალო საწარმოებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ერთად ყოფნა. შესაბამისად, მე მოხარული ვარ გამოვაცხადო, რომ ჩვენ გამოვყოფთ დასავლეთ ბალკანეთისთვის ენრგოუსაფრთხოების პაკეტს. ის მოიცავს მხარდაჭერის სახით 70 მილიონი ევროს ოდენობის გრანტს ბოსნია-ჰერცეგოვინასთვის“. - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)