15:07 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-28 15:15:30, 892 ნახვა

საზოგადოება
ილია ღუდუშაური - მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესებას ფარმაცევტულ ბაზარზე დადებითი ეფექტი ექნება და ეს წამლებს ძალიან გააიაფებს

„მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესებას ფარმაცევტულ ბაზარზე ძალიან დადებითი ეფექტი ექნება და ეს წამლებს ძალიან გააიაფებს", - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ილია ღუდუშაურმა  განაცხადა.

„რეფორმის პირველი ნაწილი უკვე გავაცანით ფარმაცევტული სექტორის წარმომადგენლებს. ძირითადი პრინციპები ჩამოყალიბებულია. ჩვენ სექტორისგან კონკრეტულ შეკითხვებსა და შენიშვნებს ველოდებით. ვფიქრობ, რომ გეგმის მიხედვით  რეფორმა 1-ლი იანვრიდან გაეშვება. რეფერენტული ფასები, პირველ ეტაპზე, ქრონიკული და ონკოლოგიური  დაავადებების სამკურნალო პრეპარატებზე დაწესდება. ამის შემდეგ, დავაკვირდებით მის მიმდინარეობას და გეგმის მიხედვით, ყველა მედიკამენტზე რომელიც საქართველოში იქნება რეგისტრირებული განსაზღვრული იქნება მაქსიმალური ზედ ზღვარი. ეს რეფერენტული ქვეყნებისა და სტატისტიკის ანალიზის საფუძველზე მოხდება. ცვლილებას ფარმაცევტულ ბაზარზე  ძალიან  დადებითი ეფექტი ექნება და ეს მედიკამენტებს ძალიან გააიაფებს", - განაცხადა ილია ღუდუშაურმა.

რეფერენტული ფასების მექანიზმის შემუშავების პროცესში ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად მუშაობენ. ცვლილების მიზანი წამლებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და კეთილსინდისიერი მარკეტინგის უზრუნველყოფაა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ივანიშვილის ყოფილ პრესმდივანს, გიორგი უძილაურს პატიმრობა შეეფარდა
პაატა ბურჭულაძის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე: ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე, ან ციხეში
ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არ ჩავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics