|
2022-10-28 09:39:26, 791 ნახვა
პოლიტიკა
ორბანი - ღარიბაშვილი იმ დიდებულთა შორისაა, რომლებიც მარცხის შემდეგ პოლიტიკაში დაბრუნდნენ, ის დიდი მებრძოლია
თუ ადამიანი მარცხდება პოლიტიკურ ველზე, ის, როგორც წესი, აღარ ბრუნდება ხოლმე. ირაკლი ღარიბაშვილი იმ დიდებულთა შორისაა, რომლებიც პოლიტიკაში დაბრუნდნენ! - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერ მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ბუდაპეშტში გამართულ ოფიციალურ სადილზე განაცხადა. ორბანის თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი "დიდი მებრძოლია" და სამაგალითოა მისთვის, ხოლო საქართველოსა და უნგრეთის "ისტორიების ლოგიკა ერთმანეთს ჰგავს". „დღეს, აქ, იმ მიზნით შევიკრიბეთ, რომ დიდი პატივისცემით მივესალმოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს და მისი ხელმძღვანელობით უნგრეთში ვიზიტად მყოფ სამთავრობო დელეგაციას. ჩვენთვის დიდი პატივია თქვენი მასპინძლობა, ბატონებო! ჩვენ შორის მსგავსების დანახვაც ადვილია, რადგან ჩვენი ისტორიების ლოგიკა ერთმანეთს ჰგავს. აქვე მინდა ვახსენო ერთი პერსონალური საკითხი. პოლიტიკაში იშვიათია კარგი მებრძოლის პოვნა. თუ ირგვლივ მიმოვიხედავთ, და მე დამეჯერება, რადგან 30 წელია პოლიტიკაში ვარ, თუ ადამიანი მარცხდება პოლიტიკურ ველზე, ის, როგორც წესი, აღარ ბრუნდება ხოლმე. ამ მოცემულობას ძალიან ცოტა გამონაკლისი ჰყავს, ძალიან ცოტა ადამიანი ბრუნდება პოლიტიკაში! ჩვენი დღევანდელი სტუმარი იმ დიდებულთა შორისაა, რომლებიც პოლიტიკაში დაბრუნდნენ! ის საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახლავთ! მეორეჯერ მსახურობს ამ თანამდებობაზე! ის გახლავთ დიდი მებრძოლი და ამიტომაც არის ჩვენთვის სამაგალითო! ამიტომ, პირადად ჩემთვის არის დიდი სიამოვნება და პატივი, ვმასპინძლობდე მას დღეს აქ. მის ოჯახს დღეგრძელობას ვუსურვებ, ხოლო ერს - კეთილდღეობას!" - განაცხადა ვიქტორ ორბანმა. შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის უნგრეთში ვიზიტი 26 ოქტომბერს დაიწყო და გუშინ, 27 ოქტომბერს დასრულდა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)