|
2022-10-27 13:41:39, 803 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - 12 რეკომენდაციაზე მუშაობისას კარი გავუღეთ ყველა აქტორს, იქნებოდა ეს არასამთავრობო სექტორი თუ ოპოზიცია
გვინდა გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი და ასევე ნატო-ს წევრი, ჩვენ ამას ქმედებით დავამტკიცებთ,- ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრეთის პრემიერთან, ვიქტორ ორბანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყანა ევროკავშირის მიერ გაწერილ 12 რეკომენდაციაზე მუშაობს, სადაც მმართველმა პარტიამ "კარი გაუღო ყველა აქტორს, მათ შორის არასამთავრობო სექტორსა და ოპოზიციურ პარტიებს". "ძლიერად ვაფასებთ, ბატონო პრემიერო, თქვენს მხარდაჭერას. თქვენ ყოველთვის იყავით და ხართ ძლიერი და ხმამაღალი მხარდამჭერი საქართველოს ევროპული მისწრაფებების და თქვენი გზავნილები ყოველთვის მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ჩვენ გვინდა გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი და ასევე ნატო-ს წევრი. ჩვენ ამას ჩვენი ქმედებით დავამტკიცებთ, რომ გვსურს ჩვენ კონტრიბუცია შევიტანოთ ამ დიდ ოჯახში. ჩვენ დიდი მსხვერპლი გავიღეთ ნატო-ს მისიებში - ერაყში, ავღანეთში და ჩვენ ამას, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ. ახლა ვმუშაობთ იმ 12 რეკომენდაციაზე, რომელიც იქნა განსაზღვრული ევროკომისიის მიერ. ჩვენ კარი გავუღეთ ყველა აქტორს, იქნებოდა ეს არასამთავრობო სექტორი თუ ოპოზიციური პარტიები, რომ მათაც მიღონ მონაწილეობა ამ პროცესში. ჩვენ, ჩვენი მხრივ, მაქსიმუმს ვაკეთებთ. ჩვენ ვაკეთებთ მაქსიმუმს, რომ ჩვენი ქვეყნები დავიცვათ და ჩვენი ხალხის ინტერესები დავიცვათ ამ ცუდ დროს.ომი უკრაინაში არის მიუღებელი და ჩვენი სურვილია,რომ მალე დასრულდეს",- განაცხადა ღარიბაშვილმა. შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი დედაქალაქ ბუდაპეშტში გუშინ, 26 ოქტომბერს დაიწყო.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)