|
2022-10-27 13:35:08, 848 ნახვა
პოლიტიკა
ორბანი - ბრიუსელში მიიღეს დისკრიმინაციული გადაწყვეტილება, როდესაც კანდიდატის სტატუსი მიენიჭა მოლდოვასა და უკრაინას და არა საქართველოს
ბრიუსელში მიიღეს დისკრიმინაციული გადაწყვეტილება, როდესაც კანდიდატის სტატუსი მიენიჭა მოლდოვასა და უკრაინას და არა საქართველოს, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ქართველ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ორბანის თქმით, საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს. "ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც საუბრისას შევეხეთ, ევროკავშირის მიმართ საქართველოს სულისკვეთებასა და მისი წევრობის სურვილს ეხება. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ძალიან ცუდი გადაწყვეტილება გამოაცხადეს ბრიუსელში. დისკრიმინაციული იყო ეს გადაწყვეტილება, როდესაც კანდიდატის სტატუსი მიენიჭა მოლდოვასა და უკრაინას და არა საქართველოს. ეს ვერ იქნება გამართლებული მორალურად. ეს არის საზიანო გადაწყვეტილება. ჩვენი სტუმარი და მისი ქვეყანა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს იმიტომ, რომ ძალიან ბევრს მუშაობენ ბოლო წლებია. ეს გადაწყვეტილება საქართველოს მიმართ იყო უმპატივცემულო", - განაცხადა ორბანმა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების საკითხებზე, 16 უნგრელი ექსპერტი მუშაობს. "რას გავაკეთებთ? ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას, რომელმაც მალე შეიძლება მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ევროკავშირში გაწევრიანდეს. 16 უნგრელი მუშაობს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების საკითხებზე. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ამ მიმართულებით მოლაპარაკებები მალე დაიწყოს", - თქვა ვიქტორ ორბანმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე. შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გუშინ, 26 ოქტომბერს დაიწყო.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)