|
2022-10-27 12:22:11, 960 ნახვა
მსოფლიო
მაჰსა ამინის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა - საფლავთან შეკრებილ მოქალაქეებს პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა
22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა. ათასობით ადამიანი ირანელი გოგონას საფლავთან შეიკრიბა, სადაც სამართალდამცავებმა მომიტინგეებს კვლავ ცეცხლი გაუხსნეს. უფლებადამცველი ორგანიზაციების ინფორმაციით, ოფიცრები, რომლებიც საქაზში, გოგონას მშობლიურ ქალაქში იყვნენ მობილიზებული, მოქალაქეებს ცოცხალი ტყვიები და ცრემლსადენი გაზი ესროლეს. აღსანიშნავია, რომ მეორე დღეა, რაც უსაფრთხოების ძალებისაქაზში და ქურთისტანის პროვინციის სხვა ნაწილებში განლაგდნენ, ვინაიდან გლოვის მე-40 დღეს ახალ დემონსტრაციებს ელოდნენ. როგორც ოჯახთან დაახლოებულმა პირმა BBC-ის განუცხადა, დაზვერვის აგენტები ახდენდნენ ზეწოლას გოგონას მამაზე, რათა ეთქვა, რომ გლოვის ცერემონიას არ ჩაატარებდნენ. გაურკვეველია, იმყოფებოდნენ თუ არა ამინის ოჯახის წევრები სასაფლაოზე. ცნობისთვის, საქმე ეხება 22 წლის მაჰსა ამინს, რომელიც ირანში ჰიჯაბის ტარების კანონების დარღვევისთვის დააპატიმრეს, რის შემდეგაც იგი კომაში ჩავარდა და გარდაიცვალა. აღნიშნულმა ფაქტმა, გამოიწვია დემონსტრაციები მრავალ რაიონში, მათ შორის დედაქალაქში. პოლიციის მტკიცებით, ახალგაზრდა ქალი ავად გახდა, როდესაც ის სხვა ქალებთან ერთად ელოდებოდა პოლიციას. მაგრამ ამინის მამამ არაერთხელ თქვა, რომ მის ქალიშვილს ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონდა და დასძინა, რომ მას ფეხის სისხლჩაქცევები ჰქონდა. თეთრი სახლის სპიკერის თქმით, „მაჰსა ამინისთვის სასიკვდილო ჭრილობები მიყენებული იქნა იმის გამო, რომ ის ატარებდა "არაშესაფერისს" ჰიჯაბს, რაც არის ადამიანის უფლებების შემზარავი და საშინელი შეურაცხყოფა“. საპროტესტო გამოსვლები ყველაზე ინტენსიური იყო ქურთისტანის რეგიონში, სადაც ხელისუფლებამ ჩაახშო 8-დან 10 მილიონამდე ქურთი უმცირესობის საპროტესტო აქციები.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)