09:27 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-26 19:55:06, 1191 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი უნგრეთის პარლამენტის ნაციონალური ასამბლეის სპიკერს შეხვდა

ღარიბაშვილი, უნგრეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უნგრეთის პარლამენტის ნაციონალური ასამბლეის სპიკერს ლასლო კოვერს შეხვდა.

"საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების, პარტნიორული თანამშრომლობის, მათ შორის, პარლამენტთაშორისი ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებს.
ხაზი გაესვა უნგრეთის მკაფიო პოზიციას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესთან მიმართებით, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო. ირაკლი ღარიბაშვილმა ლასლო კოვერს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, აგრეთვე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და აგრეთვე რეგიონში არსებული გარემო. საუბარი შეეხო რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინაში და იქ შექმნილ ვითარებას". - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics