|
2022-10-26 18:13:13, 1187 ნახვა
პოლიტიკა
მედია - ქსენია სობჩაკი რუსეთიდან გაიქცა
ტელეწამყვანმა და ბლოგერმა ქსენია სობჩაკმა სამშაბათიდან ოთხშაბათის ღამეს, რუსეთი დატოვა და ბელარუსის გავლით, ლიეტუვაში გადავიდა,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, სობჩაკმა სამართალდამცველების დასაბნევად გუშინ ინტერნეტით იყიდა ავიაბილეთები დუბაიში, დღეს კი თურქეთში. „მან მოსკოვი გვიან ღამით [სამშაბათს] დატოვა. პარალელურად, გუშინ ინტერნეტით იყიდა ავიაბილეთები დუბაიში, დღეს კი თურქეთში. მან ეს გააკეთა სამართალდამცველების დასაბნევად. შედეგად, იგი ლიეტუვაში შევიდა ბელარუსის გავლით“,- წერს გამოცემა. გამოცემის ცნობითვე, სამართალდამცველებს სობჩაკის დაკავების ორდერი ჰქონდათ, თუმცა მან გაქცევა მოასწრო. შეგახსენებთ, რომ მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვის რეგიონში, სობჩაკის აგარაკზე ჩხრეკა ჩატარდა მისი კომერციული დირექტორის, კირილ სუხანოვის წინააღმდეგ აღძრული საქმის ფარგლებში. ერთი დღით ადრე, სუხანოვი გამოძალვის ბრალდებით დააკავეს.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)