17:38 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-26 16:56:54, 1098 ნახვა

მსოფლიო
ინდონეზიაში პითონმა ქალი გადაყლაპა - მისი ცხედარი ხელუხლებელი აღმოაჩინეს

ინდონეზიაში, ჯაკარტას აღმოსავლეთ სანაპიროზე, პითონმა ქალი მოკლა და მთლიანად გადაყლაპა. 

50-წლამდე ქალი კვირა დღეს გაუჩინარდა. მისი ქმრის ცნობით, ის რეზინის პლანტაციაში სამუშაოდ წავიდა, თუმდა არ დაბრუნებულა. ერთი დღის შემდეგ, სოფლის მცხოვრებლებმა ტყეში იპოვეს პითონი, რომელსაც მუცელში უზარმაზარი ამობურცულობა ჰქონდა.

ინდონეზიის პოლიციის ინფორმაციით, ტყის მახლობლად, საგამოძიებო ჯგუფმა გაუჩინაურებული ქალის სანდლები, ქურთუკი და დანა იპოვა. 

პითონი მინიმუმ 5 მეტრის სიგრძის იყო. მოგვიანებით, ის ადგილობრივებმა მოკლეს, რა დროსაც  გაუჩინაურებული ქალის ცხედარი აღმოაჩინეს, სრულიად ხელუხლებელი. 

"მას შემდეგ, რაც მათ მუცელი გაჭრეს, აღმოაჩინეს, რომ შიგნით ჯაჰრა იყო",- ამბობს პოლიციის უფროსი. 

გაურკვეველია, პითონმა გადაყლაპა ჯაჰრა ცოცხლად, თუ ის სხვაგვარად მოკვდა, სანამ გადაყლაპავდა. 

პითონებს ხშირად არასაშიშ გველად მიიჩნევენ, რადგან კობრებისა და გველგესლებისგან განსხვავებით, ისინი არ არიან შხამიანი, თუმცა ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ინდონეზიაში პითონმა ადამიანი მოკლა.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics