|
2022-10-26 15:35:12, 997 ნახვა
პოლიტიკა
საქართველო ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მიიწვიეს
უკრაინა და კიდევ 5 სახელმწიფო, მათ შორის საქართველო, ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მიიწვიეს. როგორც გამოცემა Agerpres ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, ნატო-ს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მიწვეულები არიან უკრაინა, მოლდოვა, საქართველო, ფინეთი, შვედეთი და ბოსნია და ჰერცეგოვინა. ღონისძიება 29 და 30 ნოემბერს რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გაიმართება. შეხვედრის ფარგლებში გაიმართება ოთხი სესია მადრიდის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებასთან დაკავშირებით და ასევე განიხილავენ უკრაინის ომს , ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და პარტნიორებს. შეგახსენებთ, რომ გუშინ, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ თუ ალიანსი არ დაუჭერს მხარს უკრაინას, მაშინ პუტინი მოიგებს ომს და "ეს გახდის სამყაროს უფრო საშიშს და ბლოკს უფრო დაუცველს".
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)