|
2022-10-26 11:22:14, 744 ნახვა
ბურჭულაძე - პატრიოტიზმის გააზრებაც კი რთულია დღევანდელ ეპოქაში, ჩვენი ფუნქციაა, გავაცნოთ ის შვილებს
გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ თავდაცვის მინისტრმა ჯარის პოპულარიზაციის, წვევამდელებისა და რეზერვის სისტემასა და უწყების პრიორიტეტებზე საუბრისას, პატრიოტიზმის ცნებასა და პატრიოტულ სულისკვეთებასთან დასმულ კითხვებსაც უპასუხა. თავდაცვის მინისტრის შეფასებით, თანამედროვე, გლობალიზაციისა და მატერიალიზმით აღსავსე სამყაროში, პატრიოტიზმის აღქმა და შეფასებაც განსხვავებულია. „იდეალიზმი, სამწუხაროდ, უკანა ფონზე გადადის, ამაში ტექნოლოგიებიც გარკვეულ როლს ასრულებს, თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რომ კარგად გავიაზროთ პატრიოტიზმის ცნება, კულტურა. როდესაც გავიაზრებთ, შევიყვარებთ კიდეც. შესაბამისად, მთელი საზოგადოება უნდა იყოს ჩართული, რომ ჩვენ მივიღოთ თაობა, რომელიც იქნება პატრიოტული გრძნობებით აღჭურვილი. ეს გლობალური თემაა, რაშიც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა მიიღოს მონაწილეობა“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ და განმარტა რომ ამ პროცესში ავტორიტეტული ინსტიტუციები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, ამიტომ მათი დისკრედიტაცია მთლიანად პროცესს აზიანებს.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)