|
2022-10-25 22:11:13, 1027 ნახვა
პოლიტიკა
ჩეხეთის რესპუბლიკაში „პრაღის პროცესის" მე-4 მინისტერიალი გაიმართა
2022 წლის 24-25 ოქტომბერს ჩეხეთის რესპუბლიკაში „პრაღის პროცესის" მონაწილე ქვეყნების მინისტერიალი გაიმართა, რომლის ფარგლებშიც, მინისტრთა დეკლარაცია და მისი განხორციელების 2023-2027 წლების სამოქმედო გეგმა დამტკიცდა. მინისტრთა კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს დელეგაციამ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილის ხელმძღვანელობით, რომელმაც ღონისძიებაზე მიგრაციის სფეროში საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებზე და მინისტრთა დეკლარაციით გათვალისწინებულ საკითხებზე ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა მიგრაციის მართვის ნაწილში ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობასაც, რაც დეკლარაციის მიღების შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდება. დეკლარაცია და სამოქმედო გეგმა „პრაღის პროცესის" მონაწილე ქვეყნების (მათ შორის, საქართველოს) და ევროკავშირის ერთობლივი მუშაობის შედეგად შემუშავდა. მინისტრთა დეკლარაცია და სამოქმედო გეგმა მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიც არის: არალეგალური მიგრაციის პრევენცია და მის წინააღმდეგ ბრძოლა; რეადმისია, ნებაყოფლობითი დაბრუნება და მდგრადი რეინტეგრაცია; ლეგალური მიგრაცია, განსაკუთრებული აქცენტით შრომით მიგრაციაზე; ინტეგრაცია; მობილობა და განვითარება; საერთაშორისო დაცვა. მინისტერიალის ფარგლებში დეკლარაცია და სამოქმედო გეგმა ერთხმად იქნა მიღებული პროცესის მონაწილე ქვეყნების და ევროკავშირის მიერ. დოკუმენტის მიღებით რეგიონში მომავალი ხუთი წლის სამოქმედო პრიორიტეტები განისაზღვრა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)