11:41 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-25 15:21:32, 775 ნახვა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ოფიციალური ვიზიტით ისრაელში იმყოფებოდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ოფიციალური ვიზიტით ისრაელში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაცია, ისრაელში საქართველოს ოფიციალურ წარმომადგენლობასთან ერთად, პირველ საერთაშორისო სამიტს თემაზე საკვები ზღვიდან და უდაბნოდან - „ზღვა და მომავალი“ დაესწრო.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო უდაბნოსა და ზღვაში სოფლის მეურნეობის მიმართულებით საკვების წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიები, სამომავლო ხედვები, არსებული მიღწევები, ისრაელის სახელმწიფოს გამოცდილება და ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. ამასთანავე, ღონისძიებაზე განხილულ იქნა გარემოსდაცვითი მიმართულებით არსებული გამოწვევები და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის ერთობლივი ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობა. 

ვიზიტის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილეს,  გიორგი ხანიშვილს ისრაელის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მინისტრმა, ოდედ ფორერმა უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა დარგობრივი ცოდნის გაზიარებისა და პროფესიონალთა გადამზადების მიმართულებებზე. ოფიციალურ შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან მეგობრულ ურთიერთობას. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics