|
2022-10-25 11:49:34, 1066 ნახვა
პოლიტიკა
„კალაძე ვალდებულია მოვიდეს და გასცეს კითხვებს პასუხი“ - საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები რიგგარეშე სხდომას ითხოვენ
თბილისის საკრებულოს 5 ოპოზიციური პარტია და დამოუკიდებელი დეპუტატები 31 ოქტომბერს რიგგარეშე სხდომის მოწვევას ითხოვენ. ისინი თბილისის მერს, კახა კალაძეს 11:00 საათზე საკრებულოში იბარებენ. როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატებს აქვთ ბევრი კითხვა თბილისის მერთან და აქვთ მოლოდინი, რომ კახა კალაძე ყველაფერზე გასცემს პასუხს. "ჩვენ ქალაქში ცხოვრება აღარ არის ისეთი, როგორიც იყო. ჩვენ გვეშინია, გვაქვს ბევრი კითხვა იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა ჩვენი ქალაქი უსაფრთხო. ფაქტი არის ერთი, ჩვენ დღეს გვაქვს დიდი შიში. ჩვენ საკრებულოს გვაქვს უფლება დავიბაროთ მერი და დავუსვათ ბევრი კითხვა. ნუ დაგვავიწყდება რომ ჩვენ აგვირჩიეს თბილისელებმა და ვალდებული ვართ, მათ შევუქმნათ უსაფრთხო გარემო და მომავალი და ჩვენი მერი, ვალდებულია მოვიდეს და გასცეს ჩვენს კითხვებს პასუხი",- ამბობს სოფო ჯაფარიძე. პარტია "ლელოს" წევრი, საბა ბუაძე ამბობს, რომ კახა კალაძე არ უნდა გაურბოდეს კითხვებს, რომელიც ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ არსებობს. "სამარცხვინოა ყველა თანამდებობის პირი, რომელიც ტრაგედიის შემდგომ არსებულ კითხვებს გაურბის და იმისთვის რომ გაექცეს კითხვებს - კანონს არღვევს. პოლიციის კორდონის თანხლებით ატარებს თბილისის მთავრობის სხდომას და ამ ფორმითაც არღვევს კანონს, თუმცა ჩვენ უნდა ვიყოთ პირნათელი თბილისელების წინაშე და დავსვათ ის კითხვები, რომელიც არსებობს და ზუსტად ამიტომ თბილისის საკრებულოს სრული შემადგენლობა, 5 ოპოზიციური პარტია და დამოუკიდებელი დეპუტატები ვითხოვთ რიგგარეშე სხდომის მოწვევას, რომელიც გაიმართება 31 ოქტომბერს 11:00 საათზე და ველოდებით, რომ ბატონი კალაძე მოვა, არ შეუშინდება იმ კითხვებს რომელიც არსებობს", - განაცხადა ბუაძემ. შეგახსენებთ რომ, 13 ოქტომბერს, ვაკის პარკის ახლადგახსნილ შადრევანში 3 მოსწავლეს დენმა დაარტყა. მათგან 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ორი მოზარდი კი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე 9 პირი დააკავა.
ზელენსკიმ ტრამპთან საუბრის დეტალები გაამხილა
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)