17:38 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-25 10:32:27, 1083 ნახვა

მსოფლიო
IAEA-ს ექსპერტები უკრაინის ორ ბირთვულ ობიექტს შეამოწმებენ, სადაც რუსეთის ბრალდებით, „ბინძურ ბომბებზე” მუშაობენ

რუსეთის „ბინძური ბომბის” ბრალდებების ფონზე, ორგანიზაციის ინსპექტორები უკრაინაში უახლოეს მომავალში შეამოწმებენ ორ ბირთვულ ობიექტს,- აღნიშნულის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) დირექტორმა, რაფაელ გროსიმ განაცხადა.

გროსის თქმით, ერთი თვის წინ სააგენტომ ამ ორი ობიექტიდან ერთ-ერთი შეამოწმა და ყველაფერი ნორმების შესაბამისად იყო.

„IAEA-მ ჩაატარა ინსპექტირება ერთ-ერთ ამ ობიექტში ერთი თვის წინ და ჩვენი ყველა დასკვნა შეესაბამებოდა უკრაინის უსაფრთხოების დეკლარაციებს. იქ არადეკლარირებული ბირთვული აქტივობები ან მასალები არ იქნა ნაპოვნი“,- განაცხადა გროსიმ.

ცნობისთვის, მანამდე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ IAEA-ს თავად მიმართა თხოვნით, შეემოწმებინათ ობიექტები, სადაც, რუსეთის ბრალდებით, „ბინძურ ბონბებზე” მუშაობდნენ.

შეგახსენებთ, რომ 23 ოქტომბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის და თურქეთის თავდაცვის მინისტრებთან საუბრის დროს უკრაინის მხრიდან „ბინძური ბომბის” გამოყენების საფრთხეზე ისაუბრა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics