16:20 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-24 17:47:00, 745 ნახვა

საზოგადოება
თამარ ბარკალაია მსოფლიო ბანკის ადამიანური კაპიტალის განვითარების ჯგუფს შეხვდა

„საქართველოს ადამიანური კაპიტალის პროგრამის" პროგრესის შეფასების მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მსოფლიო ბანკის ადამიანური კაპიტალის განვითარების ჯგუფი ეწვია. 

შეხვედრაზე მხარეებმა პროგრამის მიმდინარეობასა და  სოციალური სისტემების გაძლიერებაზე ისაუბრეს. განიხილეს სამუშაოს მაძიებლებისათვის დასაქმების შესაძლებლობის კიდევ უფრო გაზრდა და შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის გატარება. 

მსოფლიო ბანკის მიერ დადებითად შეფასდა სამინისტროს მიერ გაწეული სამუშაო. მხარეებმა დაადასტურეს მზაობა მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების თაობაზე, რათა საქართველოში განვითარდეს ადამიანური კაპიტალი და დაინერგოს თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული დასაქმებისა და სოციალური დაცვის სისტემები.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics