|
2022-10-24 17:18:42, 1058 ნახვა
პოლიტიკა
გვარამია - მე თავისუფლება მოსაპოვებელი არ მაქვს, ვიბრძვი სხვისი და ჩემი ქვეყნის თავისუფლებისთვის
მე ვიხდი სასჯელს, სასჯელს, რომელიც არ მეკუთვნის და ეს მაძლიერებს, - ამის შესახებ "მთვარი არხის" გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა. როგორც გვარამიამ სასამართლო პროცესზე აღნიშნა, "სხვისი და ქვეყნის თავისუფლებისთვის" იბრძვის. "ის, რომ მე ამას ვუძლებ, ეს ჩემი არჩევანია იმიტომ, რომ მე თავისუფლება მოსაპოვებელი არ მაქვს, თავისუფალი ადამიანი ვარ. მე ვიბრძვი სხვისი თავისუფლებისა და ჩემი ქვეყნის თავისუფლებისთვის. ის, რომ ასე ვუძლებ ამას, ეს არის ჩემი ბრძოლის ფორმა. სამწუხაროდ, მე ბრძოლის სხვა შესაძლებლობები ნაკლებად მაქვს. ამიტომ, ვიბრძვი ისე, როგორც შემიძლია, როგორც შეიძლება ადამიანი იბრძოდეს ოთხ კედელს შორის უსამართლოდ დატყვევებული. ადამიანის გაძლებაზე უნდა ვილაპარაკოთ მაშინ, როდესაც ისინი სიკვდილს ებრძვიან, როგორც მიშა მაგალითად", - განაცხადა გვარამიამ. ცნობისთვის, თბილისის სააპელაციო სასამართლოში ნიკა გვარამიას ბოლო პროცესი იმართება. "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 16 მაისს შეუფარდა. მას პროკურატურა "რუსთავი 2"-ის დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის "კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას" ედავება.
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)