|
2022-10-24 15:49:32, 786 ნახვა
გიორგი ხანიშვილმა კონფერენციაში „ქართული ჩაი“ მონაწილეობა მიიღო
ანასეულში, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ჩაის, სუბტროპიკული კულტურების და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტში კონფერენცია „ქართული ჩაი“ გაიმართა. ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი დაესწრო. კონფერენცია საქართველოში მაღალი ხარისხისა და კატეგორიის ჩაის წარმოების პოტენციალს, სექტორის მდგრადი განვითარების შესაძლებლობებს შეეხო. ღონისძიებაზე დარგში არსებულ გამოწვევებზე, მათი გადაჭრის გზებზე, ასევე დარგის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს. „ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა - „ქართული ჩაი“ ხორციელდება 2016 წლიდან, რომლის მიზანია საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის ეფექტიანად გამოყენება და ადგილობრივი ჩაის წარმოების ზრდის ხელშეწყობა. საქართველოში სექტორის წარმოების განვითარების მიზნით, დაგეგმილია ახალი ხელშემწყობი მექანიზმების დანერგვა, რაც ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე მაღალხარისხიანი და პრემიუმ კლასის ჩაის წარმოებაზეა ორიენტირებული“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა. კონფერენცია სააქციო საზოგადოება „ქართული ჩაის“ ორგანიზებით გაიმართა და მისი დაარსებიდან 150 წლის იუბილეს მიეძღვნა. კონფერენციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ჩაის კერძო სექტორის წარმომადგენლები და ასოციაციის წევრები ესწრებოდნენ.
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)