16:20 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-24 15:42:44, 705 ნახვა

საზოგადოება
უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა გრძელდება

უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დასახლების დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობის სამუშაოები გრძელდება. პროექტის ფარგლებში, უნივერსიტეტის ქუჩის მხრიდან უკვე მოწყობილია საყრდენი კედლების ნაწილი, ხოლო ბაგების დასახლების მხარეს გზაგამტარის მშენებლობა სრულდება. 

მიმდინარე სამუშაოები დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაათვალიერა.

„მიმდინარეობს საავტომობილო ხიდის მშენებლობა. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ 1970-იანი წლების შემდეგ, ამ მასშტაბის სამუშაოები ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, ხიდი მაქვს მხედველობაში, დედაქალაქში არ განხორციელებულა. ეს არის უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი საავტომობილო გზა, რომელიც გარკვეულწილად, განტვირთავს მოძრაობას და ხელს შეუწყობს გადაადგილებას. ტერიტორიაზე მოეწყობა ორზოლიანი საავტომობილო გზა. ამავე პროექტში, ყველანაირი სტანდარტის შესაბამისად, გათვალისწინებულია საფეხმავლო და ველობილიკებიც. სამუშაოები მომავალი წლის შემოდგომაზე დასრულდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

ამ დროისთვის, ტერიტორიაზე მიმდინარეობს ხიდის ბურჯების მოწყობა, ასევე, ბაგების მხარეს გზაგამტარის ფილის არმირება, მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელების ადგილმონაცვლეობა, ხოლო საგზაო სამუშაოების ნაწილში, გრუნტის საექსკავაციო სამუშაოები. 

უნივერსიტეტის   ქუჩისა   და   ბაგების  დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი, ამჟამად არსებული საფეხმავლო ხიდის გასწვრივ შენდება. სახიდე გადასასვლელის სიგრძე, ჯამში, 532 მეტრს შეადგენს, პროექტის ღირებულება კი 35 მლნ ლარია. 

დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი ლევან ნაროუშვილი, ვაკის გამგებელი დავით კვინიკაძე და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ნოდარ ტურძელაძე იმყოფებოდნენ. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics