|
2022-10-24 14:25:44, 928 ნახვა
პოლიტიკა
ალიევი - თუ სომხეთი მზად იქნება, შეგვიძლია დღესვე დავიწყოთ აზერბაიჯანი-სომხეთი-საქართველოს შორის კონსულტაციები
დღეს გვაქვს საშუალება, რომ კონსულტაციები გავმართოთ აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს შორის, თუ სომხეთი მზად იქნება, მზად ვიქნებით, დღესვე დავიწყოთ ეს ფორმატი, - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანი-საქართველო-სომხეთის დისკუსიისთვის ერთიანი პლატფორმის შექმნასთან დაკავშირებით განაცხადა. ალიევმმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ყარაბაღის ომზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისთვის, საჭიროა, სომხეთმა აზერბაჯანთან სამშვიდობო შეთანხმებას მოაწეროს ხელი. "ყარაბაღის ომის შემდეგ, ახალი მდგომარეობა ჩამოყალიბდა. მე ვაცნობე საქართველოს პრემიერ-მინსტრს მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკების შესახებ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის და მიგვაჩნია, რომ ამ კონფლიქტის მოგვარება საჭიროებს აზერბაიჯანისა და სომხეთის მიერ მშვიდობის შეთანხმების ხელმოწერას. ჩვენ ხუთი ძირითადი პრინციპი უკვე გავუზიარეთ სომხეთს და იმედი გვაქვს, რომ სომხეთი პოლიტიკურ ნებას გამოიჩენს და ხელს მოაწერს სამშვიდობო შეთანხმებას აზერბაიჯანთან. თუ ასე მოხდება, სამხრეთ კავკასიაში დაისადგურებს მშვიდობა და ახალი შესაძლებლობები იარსებებს თანამშრომლობისთვის", - განაცხადა ალიევმა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში მიმდინარე მოვლენებსა და უსაფრთხოების საკითხებზეც ისაუბრეს.
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)