|
2022-10-24 12:03:12, 1278 ნახვა
პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე - თუ საჭირო გახდა, ბატონი ბიძინას ინტერესებს, მთლიანად საზოგადოება დაიცავს
თუ საჭირო გახდა, ბატონი ბიძინას ინტერესებს, როგორც სახელმწიფო ინტერესებს, რა თქმა უნდა, მთლიანად საზოგადოება დაიცავს, - ამის შესახებ "ქართული ოცნებიდან" ფორმალურად წასულმა დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა. "ხალხის ძალის" წევრი გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილის ოჯახის დასანქცირების საკითხსს და განაცხადა, რომ "როგორც 2012 წელს ყოფილი პრემიერი დადგა საზოგადოების გვერდში, ისე საზოგადოება დგას დღეს მის გვერდში". "როგორც 2012 წელს ბატონი ბიძინა დადგა საზოგადოების გვერდში, ისე საზოგადოება დგას დღეს მის გვერდში და თუ საჭირო გახდა, ბატონი ბიძინას ინტერესებს, როგორც სახელმწიფო ინტერესებს, რა თქმა უნდა, მთლიანად საზოგადოება დაიცავს",- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ "იმედის" ეთერში. ცნობისთვის, უკრაინამ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახი დაასანქცირა. განკარგულება, რომელსაც ხელი უკრაინის პრეზიდენტმა მოაწერა, გულისხმობს რუსი ოლიგარქების, კომპანიებისა და საწარმოების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას. გამოქვეყნებულ ბრძანებაში ნათქვამია, რომ სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი, ტიტე მამაცაშვილი. გარდა ამისა, ალექსანდრე ივანიშვილი, მის ცოლთან ერთად.
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)