|
2022-10-24 10:29:32, 1626 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთი ამტკიცებს, რომ უკრაინა „ბინძური ბომბის“ გამოყენებას გეგმავს - შოიგუ ნატო-ს ოთხი ქვეყნის მინისტრებს ესაუბრა
რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ საფრანგეთის , თურქეთის , დიდი ბრიტანეთისა და შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრებს დაუკავშირდა. თითოეულ მათგანთან შოიგუმ განიხილა „სიტუაცია“ უკრაინაში, რომელსაც „მუდმივი ტენდენცია აქვს შემდგომი, უკონტროლო ესკალაციისკენ“. საფრანგეთის, თურქეთისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების დროს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ „უკრაინის მხრიდან იგეგმება შესაძლო პროვოკაცია „ბინძური ბომბის“ გამოყენებით“. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ არ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება ამ ვერსიის დასადასტურებლად. მინისტრი შოიგუ ამტკიცებდა, რომ უკრაინა, დასავლეთის ქვეყნების, მათ შორის დიდი ბრიტანეთის დახმარებით, გეგმავს მოქმედებებს, რომლებიც მიმართულია უკრაინაში კონფლიქტის ესკალაციისკენ. ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა უარყო ეს ბრალდებები და მოუწოდა სერგეი შოიგუს არ გამოიყენოს მსგავსი განცხადებები, რადგან ეს შეიძლება კიდევ უფრო დიდი ესკალაციის საბაბი გახდეს. თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, თავის მხრივ, სერგეი შოიგუს უთხრა, რომ ანკარა მზადაა დაეხმაროს რეგიონს სტაბილურობის აღდგენაში. შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს, რომ არ სჯერათ სერგეი შოიგუს სიტყვების. ამის შესახებ ნათქვამია მათ ერთობლივ განცხადებაში , რომელიც მომზადებულია შოიგუსთან მოლაპარაკების შემდეგ. „ჩვენმა ქვეყნებმა ნათლად განაცხადეს, რომ ჩვენ ყველანი ვუარყოფთ რუსეთის აშკარად ცრუ განცხადებებს, რომ უკრაინა ემზადება „ბინძური ბომბის“ გამოსაყენებლად საკუთარ მიწაზე. მსოფლიო დაინახავს ნებისმიერ მცდელობას, გამოიყენოს ეს განცხადება ესკალაციის საბაბად“, - ნათქვამია განცხადებაში. უკრაინის ხელისუფლებამ "ბინძური ბომბის" შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუე უწოდა - „ჩვენ არ გვაქვს რაიმე „ბინძური ბომბები“ და არ ვგეგმავთ მათ... რუსები ხშირად ადანაშაულებენ სხვებს იმაში, რასაც თავად გეგმავენ“
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)