15:58 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-21 17:55:43, 817 ნახვა

ჯუანშერ ბურჭულაძე - ვმუშაობთ ჰაერსაწინააღმდეგო და ჯავშანსაწინააღმდეგო საშუალებების შეძენაზე

„რაფაელი არის ერთ-ერთი საუკეთესო მოწინავე კომპანია მსოფლიოში და ჩვენ მოდერნიზაციაზე ვმუშაობთ. ასევე ვმუშაობთ პოლონურ სახელმწიფო საწარმოსთან, რომელიც ერთ-ერთი მსხვილი საწარმოა ევროპაში და მთელს მსოფლიოში როგორც ჰაერსაწინააღმდეგო, ასევე, ჯავშანსაწინააღმდეგო ხელსაწყოების შეძენაზე. დღეს ძალიან გართულებულია ეს პროცესი”, - აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ რადიო „იმედის“ გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ სტუმრობისას. 

თავდაცვის მინისტრმა ისაუბრა შესყიდვებთან დაკავშირებულ ცვლილებებზე, რაც უკრაინის ომმა გამოიწვია.

„უკრაინის ომმა შეცვალა წარმოების ტემპები, მეთოდები და შესყიდვის საშუალებები. თუმცა, საქართველო ყოველთვის არის პრიორიტეტული თითქმის ყველა მსოფლიო მსხვილმწარმოებელთან. ჩვენ მივაღწიეთ აქაც შედეგს და უახლოეს მომავალში დეტალებს გავაცნობთ ჩვენს საზოგადოებას. პროცესი, რომელიც ავიაციის განახლების მიმართულებით პრემიერ-მინისტრის თავდაცვის მინისტრობის დროს დაიწყო, წარმატებით მიმდინარეობს”, -განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics